სამშენებლო კომპანია JB Development ახორციელებს პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ეკოლოგიურად სუფთა რაიონში — ბათუმის ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს. პროექტ iVillas-ის კონცეფცია მოიცავს 14 ვილას, რომლებიც აგებულია უმაღლესი ხარისხის მასალებისგან; თითოეულ ვილას გააჩნია საკუთარი ეზო და აივანი. პროექტის ინფრასტრუქტურა მოიცავს მიწისქვეშა პარკინგს, ღია საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, გასართობ და დასასვენებელ მინი-ზონებს. ვილებს შორის განლაგებული ორმაგი მზიდი კედელი უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას, ასევე საცხოვრებელი სივრცის გათბობა-გაგრილების ეფექტურ მიმოქცევას. პროექტის ტერიტორიაზე დასვენებისთვის, წლის ნებისმიერ დროს, ფუნქციონირებს 18-მეტრიანი ღია ინფინითი-აუზი სეზონური ტემპერატურის რეგულირების სისტემით. პარკინგი განკუთვნილია 16 ავტომობილისთვის. პროექტის „A" ბლოკში განთავსებული სპა-ცენტრი აღჭურვილი იქნება საუნით, ცივი და ცხელი აბაზანებით. ფიტნეს ცენტრიდან გახსნილი პანორამული ხედი ზღვასა და მთებზე ვარჯიშს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. პროექტის რეკრეაციული სივრცე მოიცავს პიკნიკისა და მოზრდილთა დასვენების ზონებს, ასევე საბავშვო გასართობ კუთხეებს. პროექტის მთელი ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.