
ჩვენთან ხარისხი აღემატება ფასს.

ქართული სამშენებლო კომპანია „ბათმშენი" სამშენებლო ბაზარზე 2011 წლიდან მოღვაწეობს და მალევე დაიმკვიდრა ძლიერი, სტაბილური და სანდო კომპანიის სახელი. კომპანიის სანდოობა განპირობებულია იმ გამოცდილებით, წარმატებით, პატიოსნებითა და პასუხისმგებლობით, რომლითაც ჩვენი გუნდი გამოირჩევა. კომპანიამ ბათუმში მოღვაწეობის შვიდი წლის განმავლობაში დროულად და მაღალი ხარისხით ააგო და ექსპლუატაციაში გადასცა არაერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. კომპანია დაკომპლექტებულია თანამედროვე მშენებლობის სფეროში მოღვაწე მაღალკვალიფიციური კადრებით. კომპანიას გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება და ყველა საჭირო რესურსი ევროპული სტანდარტის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ასაგებად. ამჟამად კომპანია ბათუმში, სანაპიროსთან (ზღვამდე 3 წუთის სავალი მანძილი, დაახლოებით 200 მეტრი) აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექს „ინტურისტ რეზიდენს"-ს, სადაც განთავსდება საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და ბიზნეს-კლასის აპარტამენტები. ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის და პრაქტიკულ საცხოვრებელ აპარტამენტებს ოპტიმალურ ფასად და ხელსაყრელი პირობებით.